სანკტ–პეტერბურგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

2010 წლის 25 მაისი
2010 წლის 24 მაისს, სანკტ–პეტერბურგის სასტუმრო “სანკტ–პეტერბურგის” საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო. 1918 წლის 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ქართველმა ხალხმა აღისრულა თავისი საუკუნებრივი ოცნება–აღიდგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი,რომელიც რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე 1–ის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის საფუძველზე დაკარგა და რომლითაც რუსეთის ცარიზმის მიერ გაუქმებული იქნა მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი სამეფო დინასტია–ბაგრატიონთა დინასტია და უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
კითხვის გაგრძელება

ესპანეთში გარდაიცვალა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უხუცესი წარმომადგენელი

2010 წლის 24 მაისი
2010 წლის 24 მაისს, მადრიდში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეონიდა გიორგის ასული ბაგრატიონ–მუხრანელი,დიდი მთავრის,რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის, ვლადიმერ კირილეს–ძე რომანოვის მეუღლე. ლეონიდა გიორგის ასული ბაგრატიონ–მუხრანელი დაიბადა 1914 წელს თბილისში, ქართველი თავადის გიორგი ალექსანდრეს–ძე ბაგრატიონ–მუხრანელის და კნეინა ელენე სიგიზმუნდის ასულ ნოვინა–ზლოტნიცკაიას ოჯახში.
კითხვის გაგრძელება

ნანი ბრეგვაძე ”ცდომილ” ქართველად იქცა

2009 წლის 23 ნოემბერი
საქართველოს არტისტულ წრეებში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. ახლა ქართველებს ყავთ კულტურის პატრიოტი მოღვაწეები, მაგრამ არიან ”კოლაბორაციონისტებიც”, რომლებმაც გაბედეს ”ოკუპანტების ქვეყანაში” და ”ოკუპანტების” პოლიტიკური ელიტის წინაშე გამოსვლა. ჩვეულებრივ, ქართველ არტისტებს, რომლებიც ბედავენ და გამოდიან რუსულ სცენაზე, მაშინვე ”საქართველოს მტრების” რიგებში წერენ, მაგრამ ნანი ბრეგვაძე ძალზე შესამჩნევი ფიგურაა მსოფლიო ესტრადაზე, რომ მისი სახელი ასე სწრაფად გადაეცეს ”სააკაშვილის ანათემას”.
კითხვის გაგრძელება

გენერალი ბაგრატიონი. ცხოვრება და ომი

2009 წლის 4 სექტემბერი
2009 წლის 3 სექტემბერს მოსკოვის 22-ე საერთაშორისო წიგნის გამოფენა-ბაზრობაზე გაიმართა წიგნის „გენერალი ბაგრატიონი. ცხოვრება და ომი“ პრეზენტაცია (13.30. მე-2 საკონფერენციო დარბაზი. პავილიონი №75). წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნით წიგნის ავტორს ევგენი ანისიმოვს, გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიას“ დირექტორს ანდრეი პეტროვს, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს ვლადიმერ ხომერიკს და „ბაგრატიონის ფონდის“ ხელმძღვანელს ირინა ბაგრატიონს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები და გაზეთ „სარკმელი საქართველოსი“ ჟურნალისტი ბეჟან ნამიჩეიშვილი.
კითხვის გაგრძელება

ბაგრატიონთა ვაჟიშვილები

2009 წლის 22 ივლისი
რუსეთს ერთმორწმუნე საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ქართველი მეფეები რუსეთის ხელმწიფეებისაგან მაჰმადიანი მეომარი მეზობლების წინაახმდეგ დახმარებასა და დაცვას ელოდნენ. 1712 წლიდან პეტერბურგში მუდმივად იმყოფებოდნენ საქართველოს სამეფოების ქართლის, კახეთისა და იმერეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები. მეფე ვახტანგ მეექვსის საელჩო მოსკოვიდან პეტერბურგში 1725 წელს გადავიდა. მას თან გაჰყვა 1169 ადამიანი - დიპლომატები, სასულიერო პირები, სამხედროები, სწავლულები. ბაგრატიონთა დიდი სამეფო ოჯახის წევრებს ქალაქის სხვადასხვა რაიონებში სასახლეები უბოძეს და რუსულ სამეფო კარზე პატივით იღებდნენ.
კითხვის გაგრძელება

რობერტ სტურუა გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა

2009 წლის 22 ივლისი
”მშობლიური (ქვეყნის) ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილის შეტანისათვის” ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა რუსული, გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. ამას იუწყება იტარ-ტასის სააგენტო. ჯილდო სტურუას 2 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრში ”ოქროს სოფიტის“ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე გადაეცემა. პრემიის თაობაზე რეჟისორმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ წინასწარი შეტყობინება მიიღო. მან უკვე განაცხადა, რომ აუცილებლად ჩამოვა ცერემონიაზე.
კითხვის გაგრძელება

ვანო, დათო და ჩოხოსანი. ქართველი რაინდები პეტერბურგში ცეკვავენ

2009 წლის 22 ივლისი
უკვე ოცი წელია რაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სანქტ-პეტერბურგის ქართული ეროვნული ავტონომია“ ჩრდილოთის პალმირას მაცხოვრებლებს ძველი კოლხეთის კულტურის ტრადიციებს აცნობს. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: რესტავრირებულ იქნა ქართული ეკლესია, გაიხსნა სკოლა ქართული ენის გაღრმავებული სწავლებით, ამავე სკოლაში დაარსდა ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი. საზოგადოების დახმარებით პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართველოლოგიის კათედრა (ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა). გაიხსნა სახელგანთქმული გენერლის პ. ბაგრატიონისა და იმ ქართველთა სამახსოვრო მემორიალური დაფები, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის დასაცავად.
კითხვის გაგრძელება

”ზურაბ წერეთლის სახელოსნო” - გამოფენა მიხაილოვის სასახლეში

2009 წლის 8 ივლისი
2009 წლის 8 ივლისს რუსული სახელმწიფო მუზეუმის ფილიალში, საინჟინრო (მიხაილოვის) სასახლეში გამოფენა _ ”ზურაბ წერეთლის სახელოსნო” - გაიხსნა, რომლის ორგანიზებაც განახორციელეს რუსულმა მუზეუმმა, რუსულ მუზეუმში არსებულმა ლიუდვიგის მუზეუმმა და რუსეთის სამხატვრო აკადემიამ. გამოფენა ეძღვნება რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვრის, რუსეთის განათლების აკადემიის საპატიო წევრის, იუნესკოს კეთილინების ელჩის ზურაბ კონსტანტინე-ძე წერეთლის 75-ე წლის იუბილეს.
კითხვის გაგრძელება

მოსკოვში ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობები განიხილეს

2009 წლის 6 ივლისი
როგორც ჟურნალისტებს 2009 წლის 6 ივლისს საქართველოს დელეგაციის წევრმა, ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქტორმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ აცნობა, საქართველოს საპატრიარქოს ვიზიტის დროს მოსკოვში განხილულ იქნა ურთიერთობები ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.
კითხვის გაგრძელება

თბილისში ერეკლე მეორის ხანის საბუთების გამოფენა გაიხსნა

2009 წლის 3 ივლისი
2009 წლის 3 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ქართველი მეფის, სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის ერეკლე მეორის მიერ გაცემული საბუთების გამოფენა გაიხსნა. 1744 წლიდან ერეკლე მეორე კახეთის, ხოლო 1762 წლიდან - ქართლ-კახეთის (აღმოსავლეთი საქართველო) მეფე იყო.
კითხვის გაგრძელება