კონგრესის მონაწილეები

გრიგოლ ლავრენტის-ძე ლიპარტელიანი

რუსეთის რეგიონალური მწერალთა კავშირის წევრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ლიპარტელიანი, დაიბადა 1938 წელს, საქართველოში,სვანეთში. 1958 წლიდან ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში,არის კადრის ოფიცერი,30 წელი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. იგი შვიდი წიგნის ავტორია, მათ შორის სამი ფილოსოფიურ-ბიოგრაფიული ხასიათისაა. მისი ფუნდამენტარული ნაშრომი ”სტალინ ველიკი” ორჯერ იქნა გამოცემული და დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ამ ნაშრომისათვის გ. ლ. ლიპარტელიანი არჩეული იქნა,”მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის მსოფლიო აკადემიის”ნამდვილ წევრად-აკადემიკოსად, არის ”ინფორმაციის,კავშირების,ტექნიკის, ბუნების და საზოგადოების მართვის” საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და გ. რ. დერჟავინის სახელობის რუსული სიტყვიერების და ნატიფი ხელოვნების აკადემიის პროფესორი.