სრულდება 2 წელი, რაც მოხდა 20082010 წლის 8 აგვისტოსამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ სტანისლავ კოჩიევს პატივცემულო ბატონო ედუარდ! პატივცემულო ბატონო სტანისლავ! სტრულდება 2 წელი, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები. მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო, იმ დღეებში დაიღვარა მრავალი ეროვნების ადამიანის სისხლი - ოსების, ქართველების, რუსების... სამხრეთ ოსეთის ხალხის სიმტკიცისა და რუსეთის ფედერაციის აქტიური სამშვიდობო ძალისხმევით, საომარი მოქმედებები შეჩერებული იყო. თქვენს სახლში კვლავ მშვიდობა დამყარდა. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ იმ დღეებში ყველა დაღუპულის შესახებ. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი დარწმუნებულია, რომ მშვიდობა კავკასიაში შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მშვიდობიანი დიალოგის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი როლი მდგომარეობს ქართველებსა და რუსებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხებს შორის მეგობრული, ძმური ურთიერთობების აღდგენაში, მშვიდობის ხელშეწყობაში, აგრეთვე ეროვნებათშორისი საკითხების გადაწყვეტის საქმეში ძალის გამოყენების არდაშვების ეფექტური მექანიზმის შემუშავებაში. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ვუსურვებთ წარმატებებს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისა და უახლოეს მეზობლებთან ყოველმხრივი კავშირების დამყარების საკითხებში. პატივისცემით, ალექსანდრე ებრალიძე საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგი, 2010 წლის 8 აგვისტო ტრაქტატი, რომელმაც საქართველო განადგურებას გადაარჩინა...2010 წლის 4 აგვისტო
`რია-ნოვოსტის~ თბილისის ოფისში ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ და საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელშეწყობით, გაიმართა ბროშურის “სახე ფიცისა – გეორგიევსკის ტრაქტატი” წარდგენა. ეს ღონისძიება ორგანიზატორებმა გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს დაამთხვიეს.
“გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელწოდებით ცნობილ ხელშეკრულებას რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს), ჩრდილოეთ კავკასიაში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში მოაწერეს ხელი.
კითხვის გაგრძელება სააკაშვილის რეჟიმის ქვეშ საქართველოში ბავშვებსაც კი არ უშვებენ2010 წლის 27 ივლისი
2010 წლის 26 ივლისს, დილით ადრე თბილისის აეროპორტში უარი ეთქვა საქართველოში შესვლაზე ახალგაზრდა ქალს ორ მცირეწლოვან (2 და 4 წლის) ბავშვთან ერთად.
ეკა კაზნინას, დედით ქართველს და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებს, ზაფხულობით თავისი შვილები თბილისში ნათესავებთან ჩაჰყავს. მას სურს, რომ ბავშვებმა დაბადებიდანვე შეითვისონ ქართული კულტურა და გაითავისონ ტრადიციები, ისწავლონ ქართული ენა და თავისი ფესვების პატივისმცემელ პიროვნებებად აღიზარდონ. თვითონ ეკა ახალგაზრდა, განათლებული ქალია, ფლობს ოთხ ენას. მიმდინარე წლის ივნისიდან ასრულებს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რუსული ფილიალის ხელმძღვანელის მოვალეობას. აქედან გამომდინარე, როდესაც თბილისის აეროპორტში მას უარი უთხრეს არშეშვების მიზეზის დასახელებაზე, გასაგები გახდა - ყველაფრის მიზეზი მისი სამსახურეობრივი მდგომარეობაა. საქართველოს ხელისუფლების შიში კონგრესისა და მისი პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიმართ, პანიკურია. ქვეყნის კონსტიტუციის მიუხედავად, მას უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. კულტურისა და ხელოვნების რუსი მოღვაწეები, რომლებიც აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ 2009 წლის ნოემბერში ებრალიძის მიერ დაარსებულ დავით აღმაშენებლის პრემიის გადაცემის ცერემონიალში, საქართველოში არ შეუშვეს. დღემდე საქართველოს ხელისუფლებას არ აუხსნია მათთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი.
კითხვის გაგრძელება მაიაკოვსკის დღე ბაღდათში2010 წლის 25 ივლისი
“წავიდეთ ბიჭებო თბილისში. ეს ერთადერთი ქალაქია, ჩემი ქალაქი, სადაც არ იქნება სკანდალი, სადაც უყვართ ახალი პოეტები და იციან სტუმრის მიღება”. ასე წერდა ვლადიმერ მაიაკოვსკი თავის მეგობრებს. პოეზიის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მე-20 საუკუნის მსოფლიო მნიშვნელობის პოეტი საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ახლა იგი რაიონული ცენტრია, რომელიც საბჭოთა პერიოდში მაიაკოვსკის სახელს ატარებდა) დაიბადა და გაიზარდა.
კითხვის გაგრძელება რუსული ენის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემა2010 წლის 5 ივლისი
2010 წლის 5 ივლისს, რია ნოვოსტის თბილისის ოფისში დიპლომები გადასცეს რუსული ენის კურსების
მსმენელებს. პროექტი _ “ცოდნა საუკეთესო ხიდია” ერთობლივად განახორციელეს საქართველოს
ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა და ერეკლე მეორის საზოგადოებამ. პროექტი
დააფინანსა რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა, საქართველოს
ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ებრალიძემ.
კითხვის გაგრძელება სამოქალაქო რეესტრი უუნაროა გასაგებად ახსნას თავისი გადაწყვეტილებები2010 წლის 2 ივლისი
2010 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ა. ებრალიძისათვის მოქალაქეობის მინიჭების სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად (გაბათილებულად) ცნობის თაობაზე.
კითხვის გაგრძელება სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ”საქართველოსთვის” საბჭოს წევრმა ხვიჩა გურამის-ძე თოლორდავამ დაწერა განცხადება საბჭოს წევრობიდან გასვლის თაობაზე2010 წლის 29 ივნისი
2010 წლის ივნისში სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ”საქართველოსთავის” საბჭოს წევრმა თოლორდავა ხვიჩა გურამის-ძემ განცხადება დაწერა საბჭოს წევრობიდან გასვლის თაობაზე.
ტვერის ოლქის ”საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველოს ხალხები - გეორგია” თავმჯდომარე თოლორდავა ხვიჩა გურამის-ძე ერთდროულად ორ თანამდებობას ითავსებდა: იგი იყო სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ”საქართველოსთავის” საბჭოს წევრი და ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის” მმართველობის წევრი.
კითხვის გაგრძელება საქართველოს რაღაც ნაწილი ესტონეთისათვის2010 წლის 13 ივნისი
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში უკვე 31 წელია 5-დან 13 ივნისამდე რეგულარულად იმართება „ძველი ქალაქის დღეები“. „თეატრალური ძველი ქალაქი“ - ასეთი იყო ძველი ქალაქის დღეების წლევანდელი ლოზუნგი!
კითხვის გაგრძელება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი 2010 წლის 30 მაისს არჩევნებში კონგრესის წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ თხოვნაზე2010 წლის 27 მაისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
# 03-02/1050
21.05.2010
ვის: საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს,
ქართულის დიასპორების საერთაშორისო ფორუმის
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბ-ნ ალექსანდრე ებრალიძეს
კითხვის გაგრძელება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი 2010 წლის 30 მაისს არჩევნებში კონგრესის წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ თხოვნაზე2010 წლის 27 მაისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
# 03-02/1050
21.05.2010
ვის: საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს,
ქართულის დიასპორების საერთაშორისო ფორუმის
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბ-ნ ალექსანდრე ებრალიძეს
კითხვის გაგრძელება |





